საქართველო-რუსეთი

რუსეთი არ შეეგუება საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა,   რუსეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,   სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის საზღვრებთან  ახლოს  აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსების  შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მან  თქვა, რომ რუსეთი არ შეეგუება ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას საქართველოში .

  „ ჩვენთვის არ არის სულერთი სად განლაგდება ასეთი სისტემები , ჩვენთვის არ არის სულერთი  იქნება  თუ არა ის  საქართველოს ტერიტორიაზე ", - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა, რომელიც მალე პრეზიდენტად იყრის კენჭს  დ ხაზი გაუსვა, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება თავდაცვის მიზნით  საკუთარი თავდასხმითი სისტემა დაუმიზნოს სამხედრო ობიექტს საქართველოს ტერიტორიაზე . ვლადიმირ პუტინმა ნათქვამს დასძინა : „  შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა საშინელება იქნება ეს? გვექნება თუ არა გარანტია, რომ ეს არ მოხდება? არა“.

  რუსეთის პრემიერის სიტყვებით,  თავის დროზე    ქართველ კოლეგებს  რაღაც წინადადებებს  სთავაზობდა ,  თუმცა  ისინი    შეთავაზებებს არ იღებდნენ,   " ამას გარდა ისინი სჩადიან აგრესიული ხასიათის მოქმედებებს სამხრეთ ოსეთთან მიმართებით.“- განაცხადა  პუტინმა.   მან   გამოხატა  მზადყოფნა " ეძებოს გამოსავალი ქართულ საზოგადოებასთან  ერთად,  თუკი    არის სრვილი რუსეთთან დალაპარაკების"  და  აღნიშნა,  რომ  ქართული ოპოზიცია  მზადაა  რუსეთთან დიალოგისთვის.

კომენტარები