ლიტერატურული კონკურსი

იწყება ლიტერატურული კონკურსი საბა

დღეიდან თიბისი ბანკი  იწყებს   განაცხადების მიღებას  ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურზე  - "საბა".

"საბას" რიგით მე-10 დაჯილდოება ზაფხულში გაიმართება და მასზე მოხდება გასული, 2011 წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების დასახელება. კონკურსის პირველი ეტაპი საკონკურსო წიგნების წარდგენას გულისხმობს, რომელიც დღეს დაიწყო და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

პრემიის საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა. „საბაზე” წიგნების წარდგენა 10 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც მუშაობას შეუდგება 5-კაციანი ჟიური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაეცნობა და შეაფასებს 2011 წლის ლიტერატურულ პროდუქციას.

2011 წელს გამოცემული წიგნების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ წიგნის ავტორებს. პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

1. წლის საუკეთესო რომანი

 

2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული

 

3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული

 

4. წლის საუკეთესო თარგმანი

 

5. წლის საუკეთესო პიესა

 

6. წლის საუკეთესო კრიტიკა

 

7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა

 

8. წლის საუკეთესო დებიუტი

9. პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

 

კომენტარები