კულტურულ-საგანმანათლებლო აქცია

„ღამე მუზეუმში“

დღეს, 16 იანვარს, 19:00-დან 22:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს უნივერსიტეტი, ეროვნულ გალერეაში წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო აქციას „ღამე მუზეუმში“.

პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული გალერეის ეზოში დაიწყება. სტუმრებს, მუსიკის თანხლებით გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან მსახიობთა მიერ „გაცოცხმებული“ სხვადასხვა პერსონაჟები უმასპინძლებენ.

გალერეის კედელზე ნაჩვენები იქნება ექსპოზიციაში წარმოდგენილი პერსონაჟების პროექცია.

დარბაზში სტუმრებს საინტერესო სანახაობა ელოდებათ, მსახიობთა მიერ, მუსიკის თანხლებით გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან გაცოცხლდებიან პერსონაჟები: ნ. ფიროსმანი - „გოგონა ბუშტით“, „მეთევზე“, „აქტრისა მარგარიტა“; ლ.გუდიაშვილი - „კინტოები“; ქ.მაღალაშვილი - „ე. ახვლედიანის პორტრეტი“; დ. შევარდნაძე - „ავროპორტრეტი“; შ. ქიქოძე - „კაფეში“, „გურული ქალი“, „აჭარა“; მ. ბილანიშვილი - „ქალის პორტრეტი“; უ. ჯაფარიძე - „დედის ფიქრები“; ი. თოიძე - „ა.თოიძის პორტრეტი“.

 საგამოფენო დარბაზებში სტუმრებს გიდთან ერთად მსახიობთა მიერ განსახიერებული მხატვრები წარუძღვებიან - დიმიტრი შევარდნაძე, ელენე ახვლედიანი, ნიკო ფიროსმანი.

ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ გაიმართება ვიქტორინა. გამარჯვებულებს გადაეცემათ მუზეუმის სუვენირები და სხვადასხვა გამოცემები.

 

კომენტარები