სამშაბათს, 17 იანვარს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“, წიგნის მაღაზია „დიოგენეში“, რობერტ მუზილის „უთვისებო კაცის“ მეორე ტომის პრეზენტაციას გამართავს, სადაც მოეწყობა შეხევდა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან.
„უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური“, ასე აფასებდნენ რობერტ მუზილის რომანს ავტორის თანამედროვენი.
მუზილი „უთვისებო კაცზე“ თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა, ავტორს ნამუშევარი დაუმთავრებელი დარჩა.
1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა, ხოლო 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.
რობერტ მუზილის „უთვისებო კაცის“ პირველი ტომი საქართველოში 2008 წელს გამოიცა, თარგმანისათვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.
პრეზენტაციაზე „უთვისებო კაცი“ განსაკუთრებულ ფასად, 25%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
მისამართი: ა. აფაქიძის 9





