ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების 2012 წლის ინდექსი

Heritage Foundation-ის 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 179 ქვეყანას შორის 69.4 ქულით 34-ე ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 1 ქულითა და 5 ადგილით არის გაუარესებული. როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, გასულ წელთან შედარებით გაუარესება შეინიშნება კორუფციის, მთავრობის დანახარჯებისა და მონეტარული თავისუფლების კუთხით. საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას - სომხეთს (39-ე ადგილი), რუსეთს (144-ე ადგილი), აზერბაიჯანს (91-ე ადგილი) და თურქეთს (73-ე ადგილი) საშუალოდ 42.2 ადგილით უსწრებს.

რეიტინგში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნად ჰონგ-კონგი დასახელდა (89.9), მეორე ადგილს სინგაპური (87.5) იკავებს, მას მოსდევს ავსტრალია (83.1), ახალი ზელანდია (81.1) და შვეიცარია (81.1).

 

კომენტარები