კონტროლის პალატა

კონტროლის პალატის და ეროვნული ბანკის თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს კონტროლის პალატამ და ეროვნულმა ბანკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს კონტროლის პალატის ინფორმირებას  პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური ოპერაციების შესახებ .

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის  თანახმად, სწორედ  კონტროლის პალატამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების  დაფინანსების  კანონიერებასა და გამჭირვალობაზე . ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაცია კი მნიშვნელოვანია მონიტორინგისთვის . მემორანდუმის საფუძველზე ეროვნული ბანკი კონტროლის პალატას დაეხმარება  შესაბამისი ფინანსური ოპერაციების  სიზუსტის დადგენაში.

 

კომენტარები