ტელეკომპანია მაესტრო

პოლიციამ ტელეკომპანია მაესტროდან ნივთების გატანა აღკვეთა

 2012 წლის 1 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შემჩნეული იქნა, რომ ნუცუბიძის ქუჩის  93-ში მდებარე ტელეკომპანია მაესტროს ეზოდან, ავტომანქანის მეშვეობით ხდებოდა სხვადასხვა ნივთების გატანა. იმის დასადგენად შეიცავდა თუ არა ქმედება დანაშაულის ნიშნებს პოლიციელებმა ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება სცადეს. ამ დროს ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და გაქცევის მიზნით  პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა.  საქმეზე ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

კომენტარები