შსს

საზღვარზე საპასპორტო კონტროლი ელექტრონულად განხორციელდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სასაზღვრო შემოწმების გავლა ელექტრონულად შეეძლებათ. ამ მომსახურებით დღეს პირველად საქართველოს შს მინისტრმა ისარგებლა. ამ სისტემით სარგებლობა ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი. მათ საპასპორტო კონტროლის გავლა 16 წამში შეეძლებათ.

 

ვანო მებაბიშვილის განცხადებით, საქართველო "უფრო თანამედროვე და ევროპული“ ქვეყანა ხდება. მის თქმით, უახლოეს მომავალში პოლიციელებს 5 ათასი საველე კომპიუტერი დაურიგდებათ და საქართველოს შს სამინისტრო „ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უფრო კარგად აღჭურვილი იქნება“ . შსს საქართველოს მოქალაქეებისათვის მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებასა და დაჩქარებას გეგმავს.

 

მსგავსი ელექტრონული კარიბჭეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა დამონტაჟებულია ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. ეს კარიბჭეები ექვსთვიან გამოცდას გაივლის და წარმატების შემთხვევაში ყველა გამშვებ პუნქტზე დამონტაჟდება.

 

კომენტარები