პრივატიზაცია

40 მილიონით მეტი პრივატიზაციის შედეგად

2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ პრივატიზაციის შედეგად, პროგნოზირებულზე 40 მილიონი ლარით მეტი - 190 მილიონი ლარი მიიღო. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მიზეზი ერთი სარკმლის პრინციპის დანერგვა, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების პრივატიზაციის გამარტივება, საკურორტო ზონებში მსხვილი საპრივატიზაციო პროექტების მომზადება და ელექტრონული აუქციონები გახდა. ამ ყველაფერმა მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

კომენტარები