პრივატიზაცია

მთავრობა 50 სასტუმროს აშენებისთვის ინვესტორებს ეძებს

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის სამინისტრომ პროგრამა "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" წარადგინა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტები კონკრეტულად სასტუმროს აშენებისთვის გასხვისდება. 

ეკონომიკის სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ ნუსხაში შესული ობიექტები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამა ტურიზმის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს - "დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებები კიდევ უფრო აქტიურს გახდის ჩვენს კერძო სექტორს და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელდება ტურიზმის მიმართულებით".

საპრივატიზაციო ნუსხაში შესული ობიექტები:


ფოტო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო


ფოტო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო


ფოტო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო


ფოტო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

ობიექტების სრული ჩამონათვალის ხილვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 1270 სასტუმროა რეგისტრირებული. ამ დროისთვის დამატებით 80 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

კომენტარები