საქართველო-რუსეთი

სააკაშვილი ელოდა რუსეთში საპროტესტო ტალღის აგორებას

 მიხეილ სააკაშვილი რუსეთში საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და მას ახალი ისტორიული დასაწყისი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელოდა რუსეთში საპროტესტო ტაღის აგორებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ სჯეროდა ამის .

„ეს არის ის პროცესი, რომელიც შეუქცევადი იქნება ჩვენთვის. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა რუს ხალხთან, და არა – საქართველოს დაპყრობის მოსურნე იმპერატორებთან, როგორც საქართველოში მეხუთე კოლონის ზოგ წარმომადგენელს მიაჩნია, რომელსაც არც თავმოყვარეობა გააჩნია და არც თავისი ქვეყნის სიყვარული და ყველაფერს მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე აგებს. ჩვენ რუს ხალხთან უნდა დავამყაროთ თანასწორუფლებიანი, ღირსებასა და ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. „- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 დღეს მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა.

 

კომენტარები