საფრანგეთი-თურქეთი

თურქეთი საფრანგეთთან სამხედრო ურთიერთობას აჩერებს

 

საფრანგეთში თურქეთის ელჩი ანკარაში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას სომხების გენოციდის უარყოფის დანაშაულთან გაიგივების შესახებ. საპასუხოდ გუშინ თურქეთმა განაცხადა, რომ აჩერებს საფრანგეთთან სამხედრო ურთიერთობას. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი გააფრთხილა ანკარა ნუ წავა ასე შორს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის უარყოფა უნდა დაისაჯოს ერთი წლის ვადით პატიმრობით და 59 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით. ანკარა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გასული საუკუნის დასაწყისში სომხების ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებას. პარიზში რამდენიმე ათასმა თურქმა გამოხატა პროტესტი ეროვნული კრების შენობასთან.

 

კომენტარები