ტრეილერი

ჰობიტი

ინტერნეტში პიტერ ჯექსონის ”ჰობიტის” პირველი ტრეილერი გამოჩნდა. ჯონ რუალ რონალდ ტოლკინის ამავე სახელწოდების კლასიკად ქცეული რომანის ეკრანიზაცია 2012 წლის 14 დეკემბერს გამოვა. ”ჰობიტი” მომავალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენაა. პირველ რიგში იმიტომ რომ ჯექსონი კვლავ ტოლკინს მიუბრუნდა. ინგლისელი მწერლის ტრილოგიამ, ”ბეჭდების მბრძანებელი”, ჯექსონს საუკეთესო რეჟისორის ოსკარის ჯილდო მოუტანა, ფილმების სერიამ კი ოსკარის 30 ნომინაციიდან 17 გამარჯვება მოიპოვა.

”ჰობიტი” ”ბეჭდების მბრძანებლის” წინა ისტორიას მოგვითხრობს. ბილბო ბეგინსის თავგადასავალს შუამიწეთში. როგორ მოიპოვა მან საურონის ბეჭედი, როგორ შეებრძოლა დრაკონ სმაუგს და გაიცნო ჯადოქარი გენდალფი.

 

კომენტარები