დვანის შეხვედრა

ინციდენტების პრევენციის მორიგი შეხვედრა დვანში

 

დღეს სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა შედგა. ასეთი შეხვედრები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ორგანიზებით იმართება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა დვანში ბოლო ინციდენტები განიხილეს, ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების ზომებზე . შემდეგი შეხვედრა 24 იანვარს უნდა გაიმართოს.

დვანის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე შოტა უტიაშვილმა სააგენტო ghn-ს  უთხრა, რომ სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა დაკავებულებზეც იმსჯელეს , კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა, თუმცა მიღწეულია შეთანხმება, რომ ახალ წელს ყველა დაკავებული საკუთრ სახლში შეხვდება.

ცხინვალმა გაავრცელა ცნობა, რომ შეთანხმება მიღწეულია და მის თანახმად, ცხინვალი თბილისს 13 დაკავებულს გადასცემს, თბილისი კი ცხინვალს 15-ს.

 

კომენტარები