ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

ნაძვის ხეების უკანონოდ მოჭრისთვის მოქალაქეები 1000 ლარით დაჯარიმდებიან

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, ტყის ფონდიდან ნაძვის ხეების მოჭრა აკრძალულია და კანონით ისჯება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოქალაქეებს წინასაახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნაძვის ხის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ქოთანში გაზრდილი ნაძვის ხის გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვით ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სპეციალურ ქოთანში გამოიყვანოს გასაყიდი ნაძვის ხეები.

დედაქალაქში ნაძვის ხეების რეალიზაციის ადგილებს უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერია დაადგენს.

 

კომენტარები