ტელეკომპანია მაესტრო

დაპირისპირება მაესტროში , ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია დაგეგმეს

ტელეკომპანია მაესტროს  ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს  ხვალ გამართონ საპროტესტო აქცია .  მაესტროს ჟურნალისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ ”რუსთავის მედიის მართვის” დამფუძნებელი ეროსი  კიწმარიშვილი   გააფრთხილა დაეტოვებინა  ”მაესტროს” ტერიტორია, თუმცა  ეს მოთხოვნა დღემდე არ შესრულებულა.

"მაესტროს" მესაკუთრეების მოთხოვნა, რომ სასამართლოში განხილვების დასრულებამდე "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" აეკრძალოს ყოველგვარი ქმედება "მაესტროს" სახელით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებას კარგად ახსოვს და აქვს მაგალითები, თუ რა პრობლემები შექმნია დამოუკიდებელ მედიას. ჩვენთვის მთავარია, აღდგეს "მაესტროს" სრულფასოვანი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, "მაესტროს" მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნას.”- აცხადებენ ”მაესტროს” ჟურნალისტები და  დასძენენ, რომ მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა ”საქმით და ასევე საპროტესტო აქციებით.”

”ტაბულა” ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწმეს დაუკავშირდა, მან  აღნიშნა, რომ  ”მაესტროს” მმართველი კომპანიის    დამფუძნებელი  იმ შემთხვევაში დატოვებს ტერიტორიას, თუკი ამას  სასამართლო  დაავალდებულებს. 

კომენტარები