საქართველო-რუსეთი

სააკაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა .
"ჩვენ გამოვხატავთ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის, რომლის მსხვერპლიც არის არა მარტო რუსეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. XXI საუკუნეში აღარ არის ადგილი იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც ცდილობს ფეხქვეშ გათელოს საკუთარი ხალხისა და მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანი.-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
 დუმის არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვში, საპროტესტო  აქციები დღეს მოეწყო რუსეთის სხვა ქალაქებშიც.

კომენტარები