ვერა ქობალია ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფებოდა

5-6 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი  ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის მუშაობაში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს და გახსნა საქართველო-ბულგარეთის ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც ბულგარეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ვერა ქობალიასა და ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის ივაილო მოსკოვსკის პირისპირ შეხვედრა, რომლის დროსაც მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის, მათ შორის საავტომობილო გადაზიდვების ინტენსიფიკაციის, შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის გააქტიურებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ. გარდა ამისა, გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

კომენტარები