მოდა

ვალენტინოს ვირტუალური მუზეუმი

ვალენტინომ და მისმა პარტნიორმა ჯანკარლო ჯიამეტიმ ვირტუალური მუზეუმი გახსნეს, პრეზენტაცია ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და მას ჰოლივუდის მსახიობი, ენ ჰეტევეი უძღვებოდა.

პროექტის შექმნას და მის განხორციელებას დიზაინერმა და ვალენტინოს მოდის სახლის პრეზიდენტმა ორი წელი მოანდომეს, ვირტუალურ 3D საიტზე ვალენტინოს მიერ შექმნილი უნიკალური ნამუშევრების ხილვა არის შესაძლებელი.

300-მდე კაბა და 5000-ზე მეტი ფოტო თუ ვიდეო მასალა, კაბების შექმნის ისტორია და სარეკლამო კამპანიები, ყოველივე ამის დათვალიერება მსურველებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

ჯიამეტის განცხადებით ვირტუალური მუზეუმს არ ჰყავს სპონსორი და მისი შექმნა ვალენტინომ და თავად ჯიამეტიმ დააფინანსეს. აპლიკაციის გადმოტვირთვა ვალენტინოს და ჯიამატეს განცხადებით უფასოა და მათი აზრით ეს ახალი თაობისთვის ძალიან მნიშნველოვანი იქნება. 

79 წლის ვალენტინომ 50 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კოლექციების შექნას თავი რამდენიმე წლის წინ დაანება, ახალი პროექტი, ვირტუალური მუზეუმი კი როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.

კომენტარები