დღეს 19 საათზე თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი ალექსანდრე სოკუროვის ფილმით, ”ფაუსტი” გაიხსნება.
”ფაუსტი” წელს ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმმა სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის 2011 წლის საუკეთესო ფილმის წოდება. გოეთეს ნაწარმოების ეკრანიზაცია ლონდონის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები ფილმების სიაშიც მოხვდა.




