ლექსო თორაძე

ლექსო თორაძის კონცერტი თბილისში

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე 29-30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს. ქართველი პიანისტის კონცერტზე დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებებს შესრულებს.

საქველმოქმედო კონცერტი ფონდ "იავნანასა" და "ვი-თი-ბი" ბანკის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. კონცერტზე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ბელგიის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.

ლექსო თორაძე 1952 წლის 30 მაისს თბილისში დაიბადა. პროფესიული მუსიკალური განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1970 წლიდან სწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის  სახელმწიფო  კონსერვატორიაში განაგრძო.1978 წელს ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა დაამთავრა.  1983 წელს   გასტროლების დროს მან მადრიდში პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა ესპანეთში აშშ-ს საელჩოს. მას  შემდეგ ლექსო თორაძე აშშ-ში მოღვაწეობს , მართავს გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავს. აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად  ეწევა პედაგოგიურ  საქმიანობას. ამჟამად ლექსო თორაძე   ინდიანას შტატის ქალაქ საუზ ბენდის მუსიკალური ცენტრის საფორტეპიანო ფაკულტეტის კათედრის გამგეა. 

კომენტარები