საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სტუმრობს

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დახვდნენ. ვაშაძემ იქვე განაცხადა, რომ ვიზიტი ორი მეზობელი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურება. აეროპორტიდან სერჟ სარგსიანი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემართა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე შეთანხმებებს ტრანსპორტის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე. სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს , მოგვიანებით კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. 30 ნოემბერს ის საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სერჟ სარგსიანი თბილისს მეუღლესთან ერთად სტუმრობს.

 

 

კომენტარები