ავტო

Nissan-ი ბაზრიდან 56 ათას ავტომობილს გაიწვევს

ერთ-ერთმა უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-ი ბაზრიდან 56 ათას Dualis და X-Trail sport მოდელების ავტომობილს გაიწვევს.  მანქანებში არსებობს საწვავის გაჟონვის საფრთხე და გარდა ამისა,  პრობლემები აღმოჩნდა  „სტოპ-სიგნალის“ ნათურებში. საწვავის შესაძლო გაჟონვის მიზეზად სპეციალისტები საწვავის მილის დანარჩენ სისტემასთან შეერთების პრობლემას ასახელებენ. ბაზრიდან გაწვეული იქნება 2007 წლის აპრილიდან 2010 წლის ოქტომბრამდე გამოშვებული მოდელები.  

Nissan-ი იაპონიაში სიდიდით მეორე ავტომწარმოებელია და ალიანს Renault-Nissan-ში შედის. კომპანია ასევე უშვებს პრემიუმ-კლასის ავტომობილებს Infiniti-ს ბრენდის ქვეშ. 

კომენტარები