ბერლინის მუზეუმი

ბერლინის მუზეუმს მოპარული ტილო დაუბრუნეს

უცნობი მხატვრის ნამუშევარი "Flagellation of Christ" ბერლინის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპარეს. გუშინ ის ინდიანას უნივერსიტეტმა ბერლინს გადასცა.
ნახატი მეთხუთმეტე საუკუნით არის დათარიღებული და ის ბერლინის მუზეუმიდან 1945 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მოიპარეს, ის ერთ-ერთი იყო იმ ათობით ნამუშევრიდან, რომელიც ომის დროს ბერლინის „Jagdschloss Grunewald museum“-დან დაიკარგა.
როგორც ცნობილია, გაუჩინარების შემდეგ "Flagellation of Christ" რამდენჯერმე გაიყიდა, ბოლოს კი ინდიანას უნივერსიტეტში, ბლუმინგტონის მუზეუმში დაიდო ბინა.
ნახატი მუხაზე, ზეთით არის შესრულებული, მისი ზომა სიგრძეში 50 სანტიმეტრია, სიგანეშიც ასევე 50სმ. მასზე ქრისტეს არის გამოსახული, რომელსაც მამაკაცები შოლტავენ.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ვის ეკუთვნის ტილო, ცნობილია, რომ ის 1480 წელს შეიქმნა და იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული.
ინდიანას უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ნახატის წარმომავლობის დადგენის შემდეგ, ისინი უსიტყვოდ დათანხმდნენ გერმანულ მხარეს რომ ნახატი მუზეუმს დაბრუნებოდა.
არც ამერიკაში და არც გერმანიაში არ ასახელებენ ნახატის ღირებულებას.

კომენტარები