საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

ნოემბრის ბოლოს თბილისს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ადმინისტრაციების ცნობით 29-30 ნოემბერს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანი ეწვევა. სომხეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება დოკუმენტებს, რომლებიც რიგ სფეროებში 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის ვიზიტის წინ ბათუმს სომხეთის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობდა, მანამდე კი ერევანში ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მან ერევანში ყოფნისას უარყო გავრცელებული ცნობა , თითქოს სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა და განაცხადა, რომ მეზობელ სომხეთში ამ ვიზიტის მოსამზადებლად იმყოფებოდა.

 

კომენტარები