ირანის ბირთვულ პროგრამა

IAEA-ის საბჭო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

გაეროს უშიშროების მუდმივმა წევრებმა - საფრანგეთი, ბრიტანეთი, აშშ, რუსეთი, ჩინეთი - და გერმანიამ შეთანხმება მიაღწიეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საერთო რეზოლუციაზე, რომელიც ირანზე ბირთვული პროგრამის გამო ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს.

დოკუმენტში მხარეები ,,ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ თეირანის ბირთვულ აქტივობებთან დაკავშირებით. იგი აუცილებლად მიიჩნევს ირანსა და საერთაშორისო სააგენტოს შორის დილოგის დაწყებას. თეირანს კი ბირთვული პროგრამის გარშემო ყველა დოკუმენტის, ინფორმაციისა და მასალის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

მართალია, დოკუმენტი ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებისკენ უბიძლებს. თუმცა, დასაველური მედიის ცნობით, რეზოლუცია ირანის ბირთვული საკითხის საბჭოზე დაყენებას არ ითხოვს. ეს კი საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თეირანზე სანქციების დაწესებას გამორიცხავს.

რეზოლუციის პირველ მონახაზს 35 სახელმწიფოსგან შემდგარი IAEA-ის მმართველთა საბჭო დღეს განიხილავს.

აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს მმართველი ორგანო შეძლებს ირანის დარწმუნებას, დააკმაყოფილოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები.

 

კომენტარები