16 ნოემბერს, 18 საათზე ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა „სიგმარ პოლკე -გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა “, რომელსაც წარმოადგენს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
სიგმარ პოლკე თავისი შემოქმედებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თანამედროვე ხელოვნებაში. ის გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 60-იანი წლებიდან მოყოლებული სიგმარ პოლკე თავისი ექსპერიმენტებით აღსავსე შემოქმედებაში სხვადასხვა ტექნიკებსა და ტექნოლოგიებს იყენებს. პოლკეს ნამუშევრები გაჯერებულია ნაირფერი ირონიული „ციტატებით“: კომიქსებისა და საგაზეთო სურათების მსგავსი გამოსახულებებით, ისე როგორც პოპ-არტის მაგვარი ფრაგმენტებით.




