ჰარი პოტერის ფილმების საოცარი კომერციული წარმატების შემდეგ, რეჟისორი დევიდ იეტისი ახალ სუპერ-პოპულარულ პერსონაჟზე, Doctor Who, გადაიღებს ფილმს.
იეტისი BBC-ს საკულტო ფანტასტიკური ჟანრის სერიალის Doctor Who დიდ ეკრანზე გადაიტანს.
Doctor Who გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი. შოუ 1963 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გადის ტელე-ეკრანებზე.
ფილმის სცენარი წერის პროცესშია და ჯერ-ჯერობით უცნობია კინოთეატრებში გამოსვლის თარიღი.




