ოკუპირებული რეგიონები

აშშ არ სცნობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის არ ცნობს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას ან მათ შედეგებს . აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის 14 ნოემბრის განცხადებაში დადასტურებულია შეერთებული შტატები ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღნიშული განცხადებით აშშ-მ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დააბრუნოს შეიარაღებული ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არ სცნოს ნატო და ევროკავშირი. ამის შესახებ ნატოს და ევროკავშირის განცხადებები გუშინ გავრცელდა.

 

კომენტარები