შესყიდვების სააგენტო

შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს ახალი მოდული

დღეს ბიზნეს ასოციაციაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის შედეგები შეჯამდა. ამასთან, საზოგადოებას  დავების განხილვის ახალი, ელექტრონული მოდული წარუდგინეს. მოდული მომავალი კვირიდან ამუშავდება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს გასაჩივრების პროცესს და მეტად გამჭვირვალეს გახდის დავის განხილვის პროცედურებს. ელექტრონულ მოდულს მინიმუმადე დაყავს საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი პროცედურული მოთხოვნები.

დავების საბჭო შესყიდვების სააგენტოში გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საბჭომ უკვე ორმოცდაათამდე საჩივარი განიხილა, რაც საბჭოს შექმნამდე წარდგენილი საჩივრების რიცხვს ათჯერ აღემატება. დავების საბჭო ექვსი წევრისაგან შედგება. მათ შორის არიან, არასამთვრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორისა და შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები. საბჭოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ტატო ურჯუმელაშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს სხდომები ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის, ხოლო გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.dispute.procurement.gov.ge

კომენტარები