Film Print

ჟურნალ Film Print-ის მეორე ნომრის პრეზენტაცია

ნოემბერს ჟურნალ „Film Print“-ის მეორე ნორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცემს.

„Film Print“, ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და მას ერთი წესი აქვს - არ მეორდებიან მთავარი რედაქტორები.

პირველი ნომრის რედაქტორებად, რომელიც ზაფხულში გამოიცა ლელა ოჩიაური და ირინა დემეტრაძე იყვნენ შერჩეულები, ხოლო მეორე ნომრის მთავარ რედაქტორებად კინომცოდნეები დავით ბუხრიკიძე და გიორგი კალატოზიშვილი შეირჩნენ.

ჟურნალი მორგებულია ყველა გემოვნების მკითხველზე, მისი მიზანია ქართული კინოს პოპულარიზაცია, გააცნოს საზოგადოებას თანამედროვე კინოპროცესები, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ჟურნალის მეორე ნომერში მკითხველს ექნება საშუალება გაეცნოს თუ როგორ ჩაიარა ბათუმის კინოფესტივალმა, წაიკითხოს კარლოვი ვარისა და მონრეალის კინოფესტივალების შესახებ, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები იყვნენ წარდგენილნი და მოიპოვეს წარმატება. გაეცნონ ახალი ქართული ფილმების რეცენზიებს: თამარ შავგულიძის „დაბადებულები საქართველოში“, მინდია ესაძის „თეთრი არა შავი“, ნანა ჯანელიძის „ნეტავ იქ თეატრი თუ არის?!“, ზურაბ ინაშვილის „ხვალ, ზეგ, მაზეგ“ და რუსუდან პირველის „სუსა“.

ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს რეჟისორ მიშა კალატოზიშვილთან, რომელიც მის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა, ინტერვიუს მსახიობ მერაბ ნინიძესთან, რეჟისორ სალომე ჯაშთან, ნიკა მაჩაიძესთან და დათო ჯანელიძესთან.

„Film Print“-ის მეორე ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერვიუებს ბათუმის კინოფესტივალის სტუმრებთან, რეჟისორ გიორგი დულგეროვთან, დარიუშ მეჰრჯუისთან და ევროპული კინოაკადემიის საბჭოს წევრ - მარიონ დორინგთან.

ჟურნალში ასევე წაიკითხავთ ინტერვიუებს ლომერ ახვლედიანთან, გიორგი თავაძესთან და კინოს მხატვარ ვაუტერ ზუნთან, რომელიც საქართველოში ზაზა რუსაძის ახალ ფილზე მუშაობდა.

საავტორო უფლებები და პროდაქტ პლეისმენტი ქართულ კინოში, თანამედროვე ქართული ნიკოს ტენდენციები, ქართული და უცხოური ფილმების შედარება-ანალიზი, კომპიუტერული თამაშების მიხედვით გადაღებული ფილმები, სტატია ოთარ იოსელიანის შემოქმედებაზე და ქართული ანიმაციის ისტორია, აგრეთვე საქართველოში გადაღებული ფილმების კინოაფიშა. 

კომენტარები