ლიტერატურული ფესტივალი LiTTravel

საგამომცემლო სახლი „სიესტა“ და ელექტრონული ბიბლიოთეკა „lib.ge“ წარმოგიდგენთ ფესტივალს ”LiTTravel“. ყოველწლიურად საორგანიზაციო ჯგუფი, მეგზურობას გაუწევს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მწერლებს, ამ ფორმით კლასიკური ლიტერატურული ფესტივალი და ტურიზმი გაერთიანდება.

 პირველი ფესტივალი 9–დან 11 ნოემბრამდე გაიმართება, ”LiTTravel“–ის სტუმრები სომეხი და აზერბაიჯანელი მწერლები იქნებიან. ამით ორგანიზატორებს სურთ ხაზი გაუსვან საქართველოსათვის კავკასიური მეზობლობის პრიორიტეტს და მნიშვნელობას. 3 დღიანი ლიტერატურული ტურიზმის ძირითადი თემა იქნება „კავკასიური იდენტობა და ლიტერატურა

კომენტარები