იტალიის პრემიერი

ბერლუსკონი აპირებს გადადგეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან

იტალიის პრემიერ-მინისტრმა  სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ვადამდელ არჩევნებში. ბერლუსკონიმ დაადასტურა, რომ აპირებს გადადგეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ” მე გადავდგები როგორც კი მიღებული იქნება კანონი ბიუჯეტის რეფორმის შესახებ ”-განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა . არის მოლოდინი, რომ იტალიის პარლამენტი ნოემბრის ბოლოს მოიწონებს ეკონომიკური  რეფორმების  მხარდასაჭერ პაკეტს.  სილვიო ბერლუსკონის პარტია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს, ოპოზიცია კი ნაციონალური თანხმობის მთავრობის ფორმირებას. იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ დაიწყებს კონსულტაციებს  პოლიტიკურ ძალებთან მას შემდეგ  რაც მიღებულ იქნება  ბიუჯეტის ახალი პროექტი.

კონსერვატორი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი სილვიო ბერლუსკონი 2008 წლის გაზაფხულზე მესამედ გახდა იტალიის პრემიერ-მინისტრი.  მას იტალიის პრემიერის პოსტი ეკავა ასევე 1994-95 და 2001-06 წლებში.

კომენტარები