იტალიაში სამართალდამცავმა ორგანოებმა განაახლეს საქმე, რომელიც გამოჩენილი იტალიელი კინორეჟისორის, ფილოსოფოსის, მწერლის პიერ პაოლო პაზოლინის მკვლელობას უკავშირდება. ”რადიო თავისუფლების” ცნობით, საქმეში გამოიკვეთა ახალი საყურადღებო მტკიცებულებები, აღმოჩენილია მკვლელის დნმ-ის კოდი. პიერ პაოლო პაზოლინი 53 წლის ასაკში, 1975 წელს მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ პინო პელოსისგან პოლიციამ საბოლოო აღიარება ვერ მიიღო , თუმცა კი ის მკვლელობისთვის გაასამართლეს. პინო პელოსიმ შარშან გამოაქვეყნა წიგნი სათაურით ” მე ვიცი ვინ მოკლა პაზოლინი.”
პაზოლინის მკვლელობა
იტალიაში განახლდა პაზოლინის მკვლელობის გამოძიება





