სამთო კურორტები

ბახმაროს რეაბილიტაცია დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი კურორტის - ბახმაროს რეაბილიტაცია დაიწყო. კურორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად ბახმარო უკვე მოინახულა არქიტექტორთა და გეოლოგთა ჯგუფმა. სამინისტროს ინფორმაციით კურორტზე 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება იგეგმება: 2012 წლის ზაფხულისთვის ბახმაროში სასტუმრო, ღია კინოთეატრი, ამფითეატრი, სპორტული მოედანი, აფთიაქები და სუპერმარკეტები აშენდება. ასევე მოეწყობა ბავშვთა რეკრეაციული ზონა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკები. გარდა ამისა, ბახმაროში 2 კილომეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასების მშენებლობაც იგეგმება.

ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს და სამკურნალო ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება.

 

კომენტარები