მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმის, კონრად მიურეის სასამართლო პროცესი დასრულდა.
6 კვირიანი მსჯელობის შემდეგ ექიმი მიურეი დამნაშავედ სცნეს და მას მომღერლის „არა განზრახ მკვლელობის“ ვერდიქტი გამოუტანეს, რის გამოც მიურეის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი, ნაფიც მსაჯულებმა 52 საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს, რომელიც ძალაში 29 ნოემბრიდან შევა, განაჩენის მიხედვით 4 წლიანი პატიმრობის გარდა, კონრად მიურეის ჩამოერთვა ექიმის ლიცენზიაც.
ჟიურის განცხადებით ექიმმა კონრად მიურეიმ, მაიკლ ჯექსონს „პროპოფოლის“ გადამეტებული დოზა მისცა, რამაც 50 წლის მომღერლის გარდაცვალება გამოიწვია.
მოსამართლემ უარი განაცხადა მიურეის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე, რის შედეგადაც ექიმი დარბაზიდან ხელბორკილებით გაიყვანეს.
სასამართლო პროცესს ჯექსონის მშობლები ჯო და ქეთრინი, ასევე მომღერლის და ლა ტოია ესწრებოდნენ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისინი საკუთარ ემოციებს ვერ მალავდნენ, ხოლო ლა ტოია ჯექსონმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მადლობა ყველას, მაიკლს თქვენ ყველა ძალიან უყვარხართ და დღეს ის ჩვენთან ერთად იყო“.
ბედნიერებას ვერ მალავდნენ სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ჯექსონის თაყვანისმცემლებიც, ისინი ვერდიქტს ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.




