საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთს ახალი მთავრობა ეყოლება

საბერძნეთის პოლიტიკოსები ახალი შუალედური მთავრობის შექმნაზე, ევროზონის დახმარების პაკეტის მიღებასა და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე შეთანხმდნენ. თუმცა, სამთავრობო კაბინეტის ლიდერის ვინაობა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გეორგიოს პაპანდეუსა და კონსერვატორი ოპოციზიონერი ლიდერის, ანტონის სამარას შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

მხარეებს შორის 6 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ახალი კოალიციური მთავრობა ერთ კვირაში პარლამენტში ნდობის ვოტუმის მოპოვებას შეეცდება. დამტკიცების შემდეგ ახალმა კაბინეტმა ქვეყანის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა უნდა მოახერხოს. ამისთვის, საბერძნეთს ევროკავშირის მიერ 130 მილიარდი ევრო ღირებულების დახმარების მიღების სანაცვლოდ მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარება მოუწევს.

ბერძენი პოლიტიკოსები არჩევნების დანიშვნის საკითხზეც შეთანხმდნენ: კენჭისყრის საკითხს საბოლოოდ ე.წ bailout-ის პაკეტისა და ეკონომკური პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ გამართავენ.  

კომენტარები