ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშის ეკრანიზაციის უფლება კინოკომპანია Sony Pictures-მა იყიდა თუმცა თამაშის მწარმოებელი კომპანია Ubisoft-ისგან პრობლემების წააწყდა.
პრობლემა ისაა რომ Ubisoft-ის წარმომადგენლებს სურთ ფილმის გადაღებაზე სრული კონტროლი ჰქონდეთ, მათ არ სურთ სხვა ვიდეო თამაშების ბედი გაიზიარონ და საშინელი ეკრანიზაციით დააზარალონ თავიანთი პროდუქტი. მსგავს წინადადებაზე კი Sony Pictures-ისგან სასტიკი უარი მიიღეს. სონის მესვეურები არ აპირებენ უბრალოდ ფული ჩადონ პროექტში და გადაღებაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღონ. სტუდიის მესვეურების განცხადებით ასეთ პირობებს სტუდიას სტივენ სპილბერგიც კი არ უყენებს.
საგა მკვლელებზე წესით 2012 წელს ან 2013-ის დასაწყისში უნდა გამოსულიყო, თუმცა კომპანიების დაპირისპირებამ შეიძლება Assassin’s Creed-ის გამოსვლა გაურკვეველი დროით გადადოს.




