გუშინ გვიან ღამით ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, Mtv-ის ევროპული მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო დაჯილდოების ტრიუმფატორი Lady Gaga გახდა, მან ჯილდოს მოპოვება 4 სხვადასხვა ნომინაციაში მოახერხა. Lady Gaga საუკეთესო მომღერალი ქალი გახდა, მისი ტრეკი ”Born this way” წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს, ხოლო ამ სიმღერის კლიპი კი წლის ვიდეოდ. საუკეთესო მომღერალი მამაკაცის ჯილდო ჯასტინ ბიბერმა მოიპოვა, ის ასევე გამორჩეულ პოპ შემსრულებლად აღიარეს. ყველაზე კარგი როკ-ბენდის ჯილდო Linkin Park-მა მიიღო, საუკეთესო ალტერნატიულ ბენდად კი Thirty Seconds to Mars დაასახელეს.
Mtv-ის ევროპული მუსიკალური დაჯილდოება 1994 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. წლევანდელი, მეთოთხმეტე, შოუ ამერიკელი მომღერალი სელენა გომესმა წაიყვანა.




