11 ნოემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ნინო როტას კინო- მუსიკის საღამო გაიმართება. ამასთან დაკავშირებით თბილისს ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო, კვინტეტ „ლა სტრადა“-სთან ერთად ესტუმრება და კონცერტზე ფედერიკო ფელინის ფილმებისთვის შექმნილ კომპოზიციებს ააჟღერებს.
2011 წელს ნინო როტას 100 წლის იუბილეა, გენიალური იტალიელი კომპოზიტორი 1979 წელს გარდაიცვალა, მე 20-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის შემოქმედება არაერთხელ აღინიშნა ოსკარით, გრემით, ოქროს გლობუსით და მრავალი სხვა ჯილდოთი.
რიშარ გალიანო საქართველოში მეოთხედ ჩამოდის, წარმოშობით იტალიელი, საფრანგეთში დაბადებული გენიალური მუსიკოსი თბილისს პირველად 2006 წელს სტუმრობდა, უკანასკნელი კონცერტი კი გალიანომ თბილისში 2011 წელს გამართა.
11 ნოემბერს ნინო როტას კინო-მუსიკის საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 დან 100 ლარამდეა.




