აგენტი 007 ბრუნდება, ბინდის გამოსვლამდე 14 დღე რჩება

აგენტი 007 ბრუნდება. ბრიტანელი საიდუმლო აგენტის როლს, ახალ ჯეიმს ბონდში „Skyfall” კვლავ დენიელ კრეიგი ასრულებს.

„ჯეიმს ბონდი“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული ფილმის ფრენჩაიზია. კრეიგი და ფილმის რეჟისორი სემ მენდესი ფილმის მონაწილეებთან ერთად საზოგადოების წინაშე ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარდგნენ.

23-ე „ჯეიმს ბონდიში“ ხავიერ ბარდემი, ჯუდი დენჩი, რალფ ფაინსი, ალბერტ ფინი, ფრანგი მსახიობი ბერენის მარლო და ბრიტანელი ნაომი ჰარისი თამაშობენ.

„Skyfall” ბრიტანეთის კინოთეატრებში 2012 წლის 26 ოქტომბრიდან გამოვა ხოლო აშშ-ში 9 ნოემბერს.

რიანამ მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გააუქმა კონცერტი შვედეთში, მიზეზი კვლავ მომღერლის ავადმყოფობაა. რიანას წარმომადგენლის განცხადებით, მომღერალმა თავი შეუძლოდ 2 ნოემბერს იგრძნო და მან დაგეგმილი კონცერტის გაუქმება სცენაზე გასვლამდე 1 საათით ადრე გადაწყვიტა.

კონცერტის ორგანიზატორები შოუს ახალი თარიღის დაგეგმვაზე მუშაობენ.

3 ნოემბერს ექიმ კონრად მიურეის სასამართლო პროცესი გაიმართა. საბოლოო არგუმენტებით ნაფიც მსაჯულების წინაშე დაცვის ორივე მხარე წარდგა. ეს იყო ექიმ მიურეის 22-ე სასამართლო პროცესი.

მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი თავს უდანაშაულოდ ცნობს, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.

 „Twilight”-ის მსახიობებმა, კრისტენ სტიუარტმა, რობერტ პატინსონმა და ტეილორ ლოტნერმა, ჩინეთში, გრაუმანის თეატრის წინ დატოვეს საკუთარი ხელის ანაბეჭდები.

„The Twilight Saga: Breaking Dawn Part 1“ ბინდის რიგით მეოთხე და უკანასკნელი სერიის პირველი ნაწილის გამოსვლამდე 14 დღე რჩება.

ფანები თეატრის წინ დილიდან იკრიბებოდნენ, რათა თვალი მოეკრათ მსახიობებისთვის.

ბინდის პირველმა სამმა სერიამ $1.8 მილიონი დოლარის მოგება ნახა.

„Breaking Dawn Part 1“ კინოთეატრებში 18 ნოემბერს გამოვა.

 

კომენტარები