საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 5 ნოემბერს თბილისში ლეგენდარული ბრიტანული როკ-ბენდის Uriah Heep-ის ყოფილი წევრი კენ ჰენსლი გამართავს კონცერტს.
ბრიტანელი გიტარისტის და კლავიშიტის კონცერტი საპრომოუტერო კომპანია „ლოკომოტივ პრომოუშენის“ ორგანიზებით ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გასტანს.
„ლოკომოტივ პრომოუშენის“ წარმომადგენლების განცხადებით კონცერტი უპრეცედენტო ფორმით ჩაივლის, კონცერტის პირველი ნაწილი იქნება აკუსტიკური, ხოლო მეორე ნაწილს კენ ჰენსლი ქართველ მუსიკოსებთან ერთად ჩაატარებს.
„მძიმე ჯვარი“ და „ქომიქ ქონდიშენი“ სწორედ ეს ჯგუფები შეასრულებენ Uriah Heep-ის ჰიტებს.
კონცერტზე დასწრება 45 ლარი ღირს. კონცერტზე მისულ ყველა სტუმარს საჩუქრად კენ ჰენსლის სიმღერების წიგნი გადაეცემა.





