ჯექსონის პირადი ექიმის სასამართლო პროცესი სრულდება

მეგან ფოქსის დებიუტი ბროდვეიზე

ექიმმა კონრად მიურეიმ გადაწყვიტა არ მისცეს ჩვენება საკუთარ სასამართლო პროცესზე. დაცვის მხარემ 1 ნოემბერს გამართულ პროცესზე შეისვენა და მოწმე არ გამოუძახებია.

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე, ორივე მხარე დასკვნით არგუმენტებს წარმოადგენს.

მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს, ბრალეულობის დამტკიცების შემთხევაში 4 წლიანი პატიმრობა ელის.

მას შემდეგ რაც რიანა 31 ოქტომბერს გრიპის გამო საავადმყოფოში მოათავსეს, მომღერალი იძულებული გახდა შვედეთში კონცერტი გაეუქმებინა.

რიანა ამჟამად ევროპაში რიგით მეოთხე ტურნეს მართავს, სადაც საზოგადოებას მის მეხუთე სტუდიურ ალბომს “Loud” აცნობს.

მომღერალი ჯასტინ ბიბერი 6 ნოემბერს საზოგადოების წინაშე MTV Europe Music Awards (MTV-ის ევროპული დაჯილდოების ცერემონიაზე) წარდგება, რომელიც ბელფასტში გაიმართება.

შოუს წამყვანი ბიბერის მეგობარი გოგონა სელენა გომესია.

ჯასტინ ბიბერის გარდა სცენას ლედი გაგა და Coldplay დაიკავებენ.

 მეგან ფოქსის დებიუტი შედგენა ბროდვეიზე ნოემბრის ბოლოს. ტრანსფორმერების მსახიობმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურ, 24 საათიან წარმოდგენაში მიიღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები