1 ნოემბერს თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი აშშ-ში მიემგზავრება საგასტროლოდ. პირველი წარმოდგენა 5 ნოემბერს, ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრში “Avery Fisher Hall”-ში გაიმართება, მეორე სპექტაკლი კი ვაშინგტონში “GW Lisner Auditorium”-ში 6 ნოემბერს ჩატარდება.
აშშ-ში წარმოდგენილი იქნება ალექსეი რატმანსკის ბალეტების „ვარიაციები“, „მანიერიზმის მშვენიერებანი“ და „სიზმრები იაპონიაზე“.
საბალეტო დასთან ერთად ამერიკაში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი ჟან ლუკა მარჩიანო, ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად გაემგზავრება.
დასი საქართველოში 9 ნოემბერს დაბრუნდება.




