LA Times : კადაფის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენდა

ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი სიკვდილის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად გამოცხადდა. LA Times-ის მონაცემებით, მისმა ქონებამ 200 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. კადაფი ლიბიას 42 წლის  მანძილზე მართავდა , ის მთელი ამ ხნის მანძილზე  ახდენდა გაზისა და ნავთის გაყიდვით მიღებული თანხების  აკუმულირებას  ბანკებში, უძრავ ქონებაში, საზღვარგარეთ არსებულ კორპორაციებში.  ამერიკელმა და ევროპელმა მკვლევარებმა ლიბიის ახალ მთავრობასთან ერთად დაადგინეს, რომ მოამარ კადაფი წლების მანძილზე საიდუმლოდ  აბანდებდა  მილიარდებს სხვა და სხვა ქვეყნებში,  განსაკუთრებით ბევრს ახლო აღმოსავლეთსა და  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.  თუმცა, კადაფის  ფულის დიდი  წილი  ისეთ სახელმწიფო ფინანსურ  დაწესებულებებში   ჰქონდა შენახული , როგორიცაა ლიბიის ცენტრალური ბანკი,  ლიბიის  ნავთობის ნაციონალური  კორპორაცია, საინვესტიციო  სამმართველო  და ასე შემდეგ.

კომენტარები