NATO და საქართველო

აპატურაი: არ მითქვამს, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს

ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ უარყო რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობა , რომლის თანახმად , მან განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტზე MAP-ს სავარაუდოდ ვერ მიიღებს. აპატურაიმ დღეს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია და დასძინა: "მოხდა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტირება, რასაც მე მხარს არ ვუჭერ".  როგორც ორიოდე დღის წინ სააგენტო Rianovosti იტყობინებოდა,  აპატურიამ მოკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად მუშაობს ქვეყნის ნატოსთან დასაახლოებლად, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ნატოს ჩიკაგოს სამიტმა საქართველოს map-ი, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიანიჭოს.

რუსული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებულ ამ ვარაუდს თბილისში გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი და განაცხადა : "ბატონ აპატურაისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩიკაგოს მინისტერიალამდე 6 თვით ადრე არ განვსაზღვრავდი, რა საკითხები შეიძლება დადგეს მინისტერიალზე და რა საკითხები - არა. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, მას ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც საერთო უსაფრთხოებას და გამოწვევების დაძლევას ემსახურება, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს".

კომენტარები