5 ნოემბერს 19 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თურქი პიანისტი ზეინეფ უჩბაშარანი და ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს წარუძღვება. მსმენელები მოისმენენ უვერტიურებს მოცარტის ოპერებიდან “დონ ჯოვანი”, “ფიგაროს ქორწინება”, “ჯადოსნური ფლეიტა” და მეოცე საფორტეპიანო კონცერტს.
პიანისტმა ზეინეფ უჩბაშარანმა მუსიკის სწავლა დაიწყო 4 წლის ასაკში სტამბულის კონსერვატორიაში, რომლის შემდეგაც სწავლა განაგრძო ლისტის სახელობის მუსიკის აკადემიაში. მან ასევე დაამთავრა ფრაიბურგის მუსიკის უმაღლეს სკოლა. პიანისტს გამართული აქვს სოლო და კამერული კონცერტები თურქეთში, ეგვიპტეში, ესტონეთში, უნგრეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ინგლისში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვახტანგ მაჭავარიანი სადირიჟორო ხელოვნებას თბილისის კონსერვატორიაში ო. დიმიტრიადის, მოსკოვის კონსერვატორიაში კი გ. როჟდესტვენსკის ხელმძღვანელობით დაეუფლა. დაამთავრა ვენის სამუსიკო აკადემია კ. ოსტერრაიჰერის ხელმძღვანელობით. იმავე პერიოდში გაიარა სტაჟირება თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს დირიჟორთან, ვენის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ლორინ მააზელთან. ვენაში სწავლის დასრულების შემდეგ ვახტანგ მაჭავარიანი მიიწვიეს სანკტ-პეტერებურგის მარიას თეატრის დირიჟორად. ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა სხვადასხვა სპექტაკლებს და ღონისძიებებს რუსეთის, ლატვიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის საოპერო თეატრებში. 1996 წლიდან (2004 წლის ჩათვლით) ვახტანგ მაჭავარიანი გახდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
კონცერტი იმართება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, კონცერტის სპონსორები არიან კომპანიები “ეფესი”, “ჯეოსელი” და ასევე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.