NATO და საქართველო

აპატურაი: ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია

საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანებას შეძლებენ, თუკი ამას მოისურვებენ და ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ - განაცხადა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ალიანსი პატივს სცემს უკრაინის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას  მისი მისწრაფება აღარ იყოს  ნატოში  გაწევრიანება, თუმცა უკრაინისა და საქართველოს შესახებ ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელია. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის  ქვეყანამ  წარმატებით უნდა გაიაროს ნატოს სტანდარტებით რეფორმირების გზა.  სააგენტო  rianovosti  -ს  მოჰყავს საქართველოსთან მიმართებით ჯეიმს აპატურაის ნათქვამი : ”საქართველოს მთავრობა ბევრს  მუშაობს   ქვეყნის  ნატოში გაწევრიანებისთვის, თუმცა ამ ქვეყანაში რეფორმები პრაქტიკულად და  პოლიტიკურად უნდა შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს.  იმის ალბათობა, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მიენიჭება map-ი  დაბალია.”  ჯეიმს აპატურაის  27 ოქტომბერს თბილისში ელოდებიან.  მან მოსკოვში ბუქარესტის სამიტიც ახსენა, მასზე კი     ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა  უარი უთხრა საქართველოს და უკრაინას MAP-ის, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. ეს მოხდა 2008 წლის აპრილში.  მაშინ მიღებულ   კომუნიკეში  ჩაიწერა, რომ ნატო მიესალმება უკრაინის და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოს წევრობისკენ,  ნატო მხარს უჭერს ამ ქვეყნების განაცხადს MAP-ზე, ამიტომ ორივე ქვეყანასთან იწყებს ინტენსიური ურთიერთობების პერიოდს ,  რათა მოგვარდეს MAP-თან დაკავშირებული მოუგვარებელი საკითხები და  ნატოს წვერები თანხმდებიან,  რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები. 

კომენტარები