ქართველი რეჟისორები

ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული ,,ბედნიერების მატარებელი"

29 ოქტომბერს 18 საათზე ლიტერატურის მუზეუმში ლანა ღოღობერიძე და ზაირა არსენიშვილი წარადგენენ პირველი ქართველი რეჟისორი ქალის - ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებულს ,,ბედნიერების მატარებელი".  30-იანი წლების შემდეგ, პირველად, ნაჩვენები იქნება ნუცა ღოღობერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ბუბა". ფილმი 1930 წელს რეჟისორისვე სცენარითაა გადაღებული.  ჩვენებაზე დასწრება უფასოა. 

კომენტარები