მოსკოვის მერი

იური ლუჟკოვი საგამოძიებო ორგანოშია გამოძახებული

 მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გამოძახებულია  შინაგან საქმეთა  სამინისტროს  საგამოძიებო დეპარტამენტში  მოწმის სტატუსით დასაკითხად. საქმე ეხება  მოსკოვის ბანკის  მიერ   12, 76 მილიარდი რუბლის ოდენობის კრედიტის, უზრუნველყოფის გარეშე  გაცემის ფაქტის  ძიებას.  რუსეთის მედიაში   გავრცელებული ცნობებით (  რომლებიც  გამოძიების მასალებს ეყრდნობოდა)  მოსკოვის ბანკიდან კრედიტის სახით გადარიცხულ  თანხას იური ლუჟკოვის ცოლის, ელენა ბატურინას ანგარიშზე  მიაგნეს. ლუჟკოვი  კი  დაკითხვაზე გამოძახებას   პოლიტიკას უკავშირებს,  კერძოდ  ერთ-ერთ ბოლოდროინდელ  ინტერვიუს,   რომელშიც მან   რუსეთის ხელისუფლება  გააკრიტიკა . ამ ინტერვიუში ლუჟკოვმა თქვა.  რომ ’ედინაია რასია”  კარგავს მხარდამჭერებს  და  მოახლოებული არჩევნები მისთვის  გაკვეთილი იქნება.   მოსკოვის ყოფილმა მერმა  განაცხადა, რომ ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და მოსკოვში დაბრუნების შემდეგ   გამოძიებას მიაკითხავს.  

კომენტარები